სამკერვარვალო კომპანია იმერს გააჩნია საქმიანობის 90 წლიანი გამოცდილება. კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის (95%) სრულ ექსპორტს ახორცილებს ამერიკიოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებისათვის.

2011 წლიდან ფაბრიკამ დაიწყო ქალისა და მამაკაცის სამომხმარებლო ტანსაცმლის წარმოება ადგილობრივი ბაზრისათვის. ამ მიმართულებით, აქცენტი გაკეთდა ქალისა და მამაკაცის მოკლე და გრძელ ლაბადებზე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

სამკერვალო კომპანია იმერი 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია ლებეკთან, რომელიც დღესაც მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება.

2012 წლიდან კომპანია "იმერმა" თანამშრომლობა დაიწყო იტალიურ ფირმა "ეგერია ლიმიტედთან" და ქმნის მისთვის პროდუქციას- დათბილულ ქურთუკებს

 

ქუთაისის სამკერვალო კომპანია იმერში 430 ადამიანია დასაქმებული, აქედან 330  მკერავი მუშააა.

კომპანია წარმატებით ახორციელებს პროდუქციის მცირე და დიდი პარტიების მიწოდებას როგორც ქვეყნის შიდა ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისათვის.

იმერის ამჟამინდელი სტრატეგიაა დაამყაროს გრძელვადიანი ბიზნეს-თანამშრომლობა მაღალი დონის მომხმარებელთან საექსპორტო ბაზარზე და უზრუნველყოს მათი მომარაგება საკუთარი ნაწარმით მომხმარებელთა მოთხოვნებისდა შესაბამისად.

ჩამოყალიბდეს როგორც ცნობილი ბრენდი ქართულ სამოდელო სივრცეში, აწარმოოს ქალისა და მამაკაცის სამოსი ქართველი მომხმარებლისათვის საცალო მოვაჭრეებისა თუ ქარხნული მაღაზიის გამოყენებით.

იმერის არსებობის მანძილზე რამდეჯერმე მოხდა წარმოების გაფართოება, რაც გულისხმობს მის ტექნიკურ გადაიარაღებას.

ფაბრიკის საამქროები აღჭურვილია PFAFF, JUKI, Dürkopp, YAMATO, Veit - ის ფირმის თანამედროვე მანქანა დანადგარებით.

საწარმო აღჭურვილია ავტომატიზირებული პროექტირების  სისტემით.

 

Copyright © 2012 | Created by